რა უნდა გაითვალისწინო ციფრული ტრანსფორმაციის დროს?

დღესდღეობით, ციფრული ტრანსფორმაცია უმნიშვნელოვანესია ბიზნესის განვითარებისთვის. ბევრი საშუალო და მსხვილი ზომის კომპანია ეძებს ციფრული ტრანსფორმაციის გზებს საოპერაციო საქმიანობის ოპტიმიზაციის და ავტომატიზაციის მიზნით. ვინაიდან, ტექნოლოგიები მუდმივ ცვლილებას განიცდის და ასევე იცვლება სტრატეგიებიც, ხშირ შემთხვევაში ბიზნეს ლიდერებმა არ იციან ეს პროცესი საიდან დაიწყონ.

ქვემოთ ის სამი ნაბიჯია განხილული, რომელიც კომპანიებმა უნდა გადადგან ციფრული ტრანსფორმაციის გეგმის შემუშავების დროს:

 

საწყისი ეტაპის და ტრანსფორმაციისთვის აუცილებელი მოთხოვნების განსაზღვრა

მნიშნელოვანია, საწყისი წერტილი თავიდანვე იყოს განსაზღვრული. ამ პროცესში  ტექნიკური  გუნდის და ტოპ მენეჯმენტის აქტიური მუშაობა აუციელებელია, რათა კომპანიის ახლანდელი მოთხოვნები ჩამოაყალიბონ, შემდეგ ბაზარზე არსებული ინსტრუმენტების შესაძლებლობები განიხილონ და მათ საჭიროებებთან შესაბამისობა დაადგინონ. ნებისმიერი ნაკლოვანება ამ პროცესში ხარვეზის გამოვლენას უწყობს ხელს. მოთხოვნებისა და ხარვეზების იდენტიფიცირების შემდეგ, ორგანიზაციას შეუძლია უკეთ გაიგოს, საიდან დაიწყოს ტრანსფორმაციის პროცესი.

ამ ეტაპზე ბიზნეს ლიდერებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უწევთ იმის შესახებ, თუ რომელი სისტემები შენარჩუნდება და რომლები ჩანაცვლდება განახლების შემდეგ.
მაგალითად, კომპანიის საკუთრებაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფა შეიძლება გამართულად ასრულებდეს კონკრეტულ სამუშაოებს, როგორიცაა მომხმარებელთან კომუნიკაციის ან გაყიდვების პროცესის მართვა და მენეჯმენტს ამ არსებული ფუნქციის ინტეგრირება სურდეს ახალ სისტემასთან. იმ ახალი ტექნოლოგიებისთვის კი,  რომელთა დანერგვაც ახლა მიმდინარეობს, ორგანიზაციამ უნდა განსაზღვროს, როგორ მოხდება მათი ინტეგრირება ერთიან ციფრულ ეკოსისტემაში.

 

მახასიათებლების იდენტიფიცირება, რომლებიც ტრანსფორმაციამ უნდა მოიტანოს

საწყისი წერტილისა და აუცილებელი მოთხოვნების განსაზღვრის შემდეგ, მომავალი ეტაპი იმ ახალი ფუნქციების და შესაძლებლობების დადგენაა, რომელიც ცვლილებებმა უნდა მოიტანოს. დარგის ექსპერტებს შეუძლიათ გამოყონ და განსაზღვრონ ინდუსტრიის მოსალოდნელი ტენდენციები და საჭიროებები, რათა მომავალი სისტემა ამ ყველაფერს შეესაბამებოდეს.

ორგანიზაციამ ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რომელიც ინდუსტრიის მომავალ გამოწვევებს ითვალისწინებს. რამდენადაც ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობები სწრაფად ვითარდება, ორგანიზაციები, რომლებიც ბიზნეს ოპერაციების გარდაქმნისას მხოლოდ მოცემულ საჭიროებებს ითვალისწინებენ, წარუმატებლობის რისკის ქვეშ არიან მათი ადრეული მოძველების გამო.

 

როგორ ადაპტირდება კომპანია ახალ სისტემასთან

კომპანიამ ახალი გაიდლაინები მკაფიოდ უნდა განსაზღვროს, თუ როგორ იმუშავებენ ხელმძღვანელები და თანამშრომლები ერთად.

მაგალითად, თუ კომპანია დანერგავს საწარმოო რესუსრების მართვის (ERP) პროგრამულ უზრუნველყოფას, გადამწყვეტი იქნება იმის გაგება, რომელი დეპარტამენტები იქნებიან დაკავშირებულნი, რათა ორგანიზაციის მასშტაბით მონაცემების გაზიარება და ცენტრალიზება უზრუნველყოფილი იყოს.

ციფრული ტრანსფორმაციის დასაწყისამდე აუცილებელია ყველა იმ დეპარტამენტის თანამშრომელთან კომუნიკაცია, რომელსაც შეეხება ცვლილებები და მათ სამუშაო პროცესებზე დაყრდნობით პროგრამული მახასიათებლების განსაზღვრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი გაურკვევლობა წარმოიშობა თანამშრომლებსა და ურთიერთდაკავშირებულ დეპარტამენტებს შორის.

 

დაკავშირებული ბლოგი : რატომ არის აუცილებელი ERP სტრატეგია?

 

დასკვნა:

ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე, აუცილებელია გქონდეთ წინასწარ ჩამოყალიბებული ხედვა და თანმიმდევრული გეგმა. გაიაზრეთ, რისი მიღწევა გსურთ, შემდეგ იპოვეთ გამოცდილი კომპანია, რომელსაც აქვს ამ სამუშაოს შესრულების რესურსი და თქვენს იდეებს პრაქტიკაში განახორციელებს.

Related posts