Proxima Solutions-ის გუნდი ქმნის ERP, CRM, HCM, ბილინგის, კორპორაციული აქტივების, დოკუმენტების და პროექტების მართვის სისტემებს, რომლებსაც ევროპის და საქართველოს წამყვანი კომპანიები ენდობიან.
Proxima Solutions-ი ERP-სისტემების დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც საქართველოში და საზღვარგარეთ ბიზნესების გაციფრულების 11-წლიანი გამოცდილება აქვს.
Proxima Solutions-ის მრავალმხრივი პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი მუშაობს, როგორც უნიკალური პრობლემების გადაწყვეტაზე, ასევე საქართველოში Microsoft-ის და Odoo-ს ბიზნეს სერვისების დანერგვაზე.
არაერთი წარმატებული პროექტის განხორციელების შემდეგ, Proxima Solutions-მა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და Microsoft-ისგან Gold Partner-ის სტატუსი, Odoo-სგან კი — Ready პარტნიორის სტატუსი მიიღო.
2014 წლიდან დღემდე, Proxima Solutions-ის გუნდის წევრებს ნდობა გამოუცხადეს უმსხვილესმა ქართულმა კომპანიებმა, მათ შორის არიან: GWP, IDS Borjomi, Galt & Taggart და თელმიკო.
Proxima Solutions-ის სერვისების პორტფელშია, როგორც ERP-სისტემების დანერგვა, ასევე მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი, მონაცემთა ანალიზი, CRM-სისტემის დანერგვა და ბიზნესისთვის აუცილებელი სხვა სერვისები.