მიუხედავად იმისა, რომ Microsoft Dynamics 365-ზე გადასული მომხმარებლები გეტყვიან – ქლაუდის სარგებელი ბევრად აღემატება მასზე გადასვლის აღქმულ რისკებს ან „კომფორტს“, რომელიც on-premise-თანაა დაკავშირებულიო, მაინც იცოდე, რომ დანერგვა ყოველთვის მარტივი არ არის. თუ სისტემური ცვლილებები მთელ ორგანიზაციას მოიცავს, მაშინ დიდი ადამიანური რესურსი და მათი ინტენსიური ჩართულობა არის საჭირო. თუმცა ამ პროცესში მარტო არ ხართ და Microsoft-ის პარტნიორი, ERP საკონსულტაციო კომპანიები დაგეხმარებიან. მათ ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვთ და მნიშვნელოვნად გაგიმარტივებენ დანერგვის პროცესს.
როგორ აარჩიოთ სწორი პარტნიორი?
განვიხილოთ სამი მახასიათებელი, რომელიც ERP საკონსულტაციო კომპანიას უნდა ჰქონდეს Dynamics AX-დან ან ნებისმიერი ERP სისტემიდან, Dynamics 365-ზე მიგრაციისთვის:
ქლაუდ ERP სისტემის დანერგვის გამოცდილება აქვს?
Dynamics AX-ისა და Dynamics CRM-ის მომხმარებლები რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგანან, როდესაც საქმე მათი on-premise პროგრამული უზრუნველყოფის მოდერნიზაციას ეხება. ერთ-ერთი გამოწვევა სწორი პარტნიორის მოძებნა უნდა იყოს, რომელიც ორგანიზაციას ქლაუდზე გადასვლაში დაეხმარება.
მიგრაციის სირთულე განსხვავდება როცა საქმე სხადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფას ეხება. Dynamics CRM 2016-დან ან Dynamics AX-დან Dynamics 365-ზე მიგრაცია ინდუსტრიებისა და ორგანიზაციების მიხედვით განსხვავდება. მიუხედავად იმისა, Dynamics 365 Finance & Operations-სა თუ Dynamics 365 Customer Experience-ზე გადასვლას აპირებთ, დარწმუნდით, რომ თქვენს პარტნიორს ამ კონკრეტული პროგრამული უზრუნველყოფის დასანერგად შესაბამისი კვალიფიკაცია აქვს.
რამდენად კვალიფიციური გუნდი ყავს?
Dynamics 365 სრულად მართული SaaS-ია(System as a service) და თავიდანვე მნიშვნელოვანია განიხილოთ ERP საკონსულტაციო კომპანიის თანამშრომლების კვალიფიკაცია. Microsoft-ის სერტიფიკატები ცოდნასა და გამოცდილებას უსვამს ხაზს. Microsoft-ის ბიზნეს აპლიკაციებში Cloud Business Application (CBA) სერთიფიკატი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციონალური კომპეტენციაა. Dynamics 365-ის მიგრაციის პროგრამა მოითხოვს, რომ მონაწილე პარტნიორებს CBA სერთიფიკატი ჰქონდეთ. სერტიფიკატი ადასტურებს, რომ მათ წარმატებულად განახორციელეს მსგავსი პროექტები, მოახდინეს Dynamics AX-ისა და Dynamics CRM-ის მომხმარებლების მიგრაცია და Microsoft-თან მყარი ურთიერთობა აქვთ.
იცნობს შენს ბიზნეს ინდუსტრიას?
Dynamics 365-ზე მიგრაცია ნიშნავს იმას, რომ თქვენი კომპანია მზადაა გაუმკლავდეს მომავალში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს, თუმცა თვითონ დანერგვის პროცესი განსხვავებულია ორგანიზაციებისა და ინდუსტრიების მიხედვით, ამიტომ მნიშვნელოვანია ERP საკონსულტაციოს ქონდეს სწორედ თქვენს ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიასთან მუშაობის გამოცდილება.
შერჩეულ პარტნიორებს Dynamics 365 წარმატებულად უნდა ჰქონდეთ დანერგილი და შეეძლოთ ამის დამტკიცება. წყაროები ბევრს მეტყველებს:
Wahl Clipper Corporation Dynamics AX-დან Dynamics 365-ზე გადავიდა. ქლაუდის გამოყენებით Wahl Clipper Corporation-ს ახლა შეუძლია სწრაფად უპასუხოს მიწოდების ჯაჭვის მოთხოვნებს და უკეთ შეისწავლოს მომხმარებლების საჭიროებები. ამან საშუალება მისცა კომპანიას პროდუქციისა და მომსახურების მიწოდებაში ლიდერობა დაებრუნებინა, რაც ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და მომხმარებლებზე ზრუნვას გულისხმობს.
Travel Counsellors Dynamics CRM-დან Dynamics 365-ზე გადავიდა. ქლაუდის სერვისებმა კომპანიას, ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებში, მონაცემების სტანდარტიზაციისა და ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობები მისცა. ასეთ სფეროებს განეკუთვნება მაგალითად, ,,რეკრუტმენტი’’, CRM და გაყიდვები. კომპანიამ შეძლო მთლიანად გამოეყენებინა Microsoft-ის ქლაუდი, შეემცირებინა IT ხარჯები და გაეუმჯობესებინა ბიზნეს პროცესები.
დასკვნა: რთულად მოიძებნება ისეთი კომპანია, რომელიც თავისი შიდა რესურსებით შეძლებს ახალ ERP სისტემაზე მიგრაციას. მას აუცილებლად დასჭირდება კვალიფიციური საკონსულტაციო კომპანია, რომლის შერჩევაც თანმიმდევრულად და გააზრებულად უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საკმაოდ დიდ პრობლემებს შეიძლება გადააწყდეს პროექტში ჩართული ყველა მხარე და წინასწარ განსაზღვრული ვადაც საგრძნობლად გაიზრდება.