Proxima Solutions, odoo-ს ოფიციალური პარტნიორი

Odoo არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ERP სისტემა, ცნობილი თავისი ბიზნეს აპლიკაციების სრულყოფილი პაკეტით. ის მომხმარებელს ერთ, ცენტრალურ სისტემაში სთავაზობს CRM, e-commerce, ბუღალტრული აღრიცხვა, საწყობის მართვა, წარმოება, პროექტების მართვა, ვებსაიტი, HR და სხვა გადაწყვეტილებებს, რომლებიც ნებისმიერ ინდუსტრიაში ოპერირებად კომპანიას ეხმარება საოპერაციო საქმიანობის ავტომატიზაციაში.

 

Odoo-ს მოკლე ისტორია

Odoo, ფაბიან პინკაერიმ დააფუძნა, 2005 წელს. თავდაპირველად კომპანია დაიწყო როგორც  ღია წყაროს (Open Source) პროექტი და განვითარების პარალელურად ERP სისტემის გლობალურ ლიდერად გარდაიქმნა. სისტემის პირველი სახელწოდება OpenERP იყო, თუმცა 2014 წელს რებრენდინგის შედეგად სახელი შეეცვალა და გახდა Odoo. დღეს Odoo 12 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და 5,000-ზე მეტი ოფიციალური პარტნიორი ყავს დანერგვის ნაწილში, მსოფლიოს მასშტაბით.

 

Proxima Solutions – Odoo-ს ოფიციალური პარტნიორი

Odoo-ს ოფიციალური პარტნიორები გავხდით, რაც ციფრული ტრანსფორმაციის სერვისებს, რომელთაც ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და  დივერსიფიცირებულს გახდის.
Odoo საშუალებას გვაძლევს, დავეხმაროთ ბევრ ისეთ მცირე და საშუალო ზომის კომპანიას ბიზნესის გაციფრულებასა და ავტომატიზაციაში, რომელთა საჭიროებებსაც, დღეს ბაზარზე წარმოდგენილი სხვა ალტერნატიული ERP სისტემები ვერ აკმაყოფილებენ.

ბიზნესის მართვის სისტემების დანერგვის, დეველოპმენტის და ტექნიკური მხარდაჭერის 10 წლიანი გამოცდილება არის წინაპირობა იმისა, რომ Proxima Solutions-ის გუნდი, მაღალი პროფესიონალიზმით შეძლებს Odoo-ს ინტეგრაცას ნებისმიერ სექტორში ოპერირებად კომპანიაში.

ჩვენი დეველოპერების და კონსულტანტების გუნდი უზრუნველჰყოფს იმპლემენტაციის ყველა ეტაპს, რაც მოიცავს კლიენტი კომპანიის საოპერაციო საქმიანობის შესწავლას, ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებას, სისტემის დანერგვას, თანამშრომლების დატრენინგებას და შემდგომ ტექნიკურ მხარდაჭერას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Odoo ყველა სხვა ლიდერ ERP სისტემისგან გამოირჩევა თავისი მოქნილობით. ასევე ძალიან მარტივად არის შესაძლებელი მისი რომელიმე დეპარტამენტის ან თანამშრომლის პერსონალურ მოთხოვნებზე ადაპტირება კონფიგურაციის მეშვეობით (Customization), დამატებითი კოდის წერის გარეშე. აღნიშნული კომპონენტი ძალიან კომფორტულს ხდის ERP სისტემის გამოყენებას. სასურველი ფუნქციონალის გააქტიურებისთვის სისტემის მომხმარებელს აღარ მოუწევს დეველოპერისთვის დალოდება და თავად შეძლებს რამოდენიმე წუთში მის კონფიგურირებას.

მსგავსი სიახლეები

ERP საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის პროცესი

ERP სისტემის დანერგვის დროს ერთ-ერთი გამოწვევა, კომპეტენტურ საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობა არის.

მეტის ნახვა