Odoo-ს სერტიფიცირების 3 მთავარი სარგებელი

Odoo არის ერთ-ერთი ლიდერი ERP სისტემა საერთაშორისო ბაზარზე, ცნობილი თავისი ბიზნეს აპლიკაციების კომპლექსური პაკეტით. კომპანია ემსახურება 12 მილიონზე მეტ აქტიურ მომხმარებელს მსოფლიოს მასშტაბით და ყავს 5,000-ზე მეტი ოფიციალური პარტნიორი 120-ზე მეტ ქვეყანაში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მის მოწინავე ERP სისტემად ჩამოყალიბებას.

Odoo-ს ოფიციალურ პარტნიორად გახდომის უმთავრესი წინა პირობა არის სერტიფიკატის მოპოვება, რაც ადასტურებს პარტნიორის კვალიფიკაციას და odoo-ს აპლიკაციების სიღრმისეულ ცოდნას. დღევანდელ კონკურენტულ ბიზნეს გარემოში, სერტიფიკაცია ხარისხისა და პროფესიონალიზმის განმაპირობებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. Odoo-ს სასერტიფიკატო პოლიტიკა სწორედ ამ მიზნით საკმაოდ მკაცრია, მხოლოდ მათ რომ შეძლონ გამოცდის ჩაბარება, ვინც სრულყოფილად იცნობს სისტემის ფუნქციონალს და ასევე ვისაც პრაქტიკაში შეუძლია მისი გამოყენება. სერტიფიკაციის გარეშე, პარტნიორს შეიძლება არ ჰქონდეს დადასტურებული კომპეტენცია, რომელიც საჭიროა ERP სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული ტექნიკური და ფუნქციონალური პრობლემების მოსაგვარებლად.

Proxima Solutions-ის 7-მა კვალიფიციურმა თანამშრომელმა შეძლო სასერთიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარება, რის საფუძველზეც პროქსიმა Odoo-ს სერტიფიცირებული პარტნიორი გახდა და ამან ერთპიროვნულად დაადასტურა კომპანიის იმ ტექნოლოგიებისადმი მაღალი კომპეტენცია, რომელთა ინტეგრაციასაც ის სთავაზობს მომხმარებელს.

Odoo-ს სერტიფიკატის მიღება 3 მთავარი მიზეზის გამო არის აუცილებელი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ამ ERP სისტემის დანერგვა-მხარდაჭერას სთავაზობენ კომპანიებს:

სანდოობა: ნდობა წარმატებული ბიზნეს ურთიერთობის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია, განსაკუთრებით ERP სისტემების დანერგვის შემთხვევაში. ERP სისტემა კომპანიის ოპერაციების მთავარ ინტეგრალურ ნაწილს წარმოადგენს და გავლენას ახდენს ყველა პროცესზე, საწყობის მართვიდან დაწყებული ადამიანური რესურსების მართვით დასრულებული. ამიტომაც დანერგვის პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელსაც პროექტის სრულად განხორციელების რესურსი და ტოპ-მენეჯმენტის ნდობა გააჩნია მისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
Proxima Solutions-ის მიერ Odoo-ს სერტიფიკატის მოპოვება კლიენტებს უტყუარ საბუთს აძლევს, რომ ისინი სანდო ხელში არიან. სერტიფიკაცია არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას უსვამს ხაზს, არამედ იმისაც, რომ პარტნიორი შეძლებს ERP სისტემის დანერგვის დროს წარმოშობილი ყველა სირთულის გადალახვას, უწყვეტი მხარდაჭერის უზრუნველყოფას და ბიზნესის უნიკალური საჭიროებების ადაპტირებას არსებულ სისტემასთან.

გამოცდილების უტყუარი გარანტი: კომპანიას და თანამშრომელს, რომელსაც არ აქვს ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება, მისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს ისეთი კომპლექსური და მასშტაბური სისტემის ფუნქციონალის სრულად შესწავლა, როგორიც არის odoo. Proxima Solutions-ის 7 თანამშრომლის მიერ სერტიფიკატის აღება კი ხაზს უსვამს სწორედ იმ გამოცდილებას, რომელიც მათ 10 წლის განმავლობაში ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის დროს შეიძინეს.

კონკურენტული უპირატესობა: კომპანიები, რომელთაც სურთ ERP სისტემის დანერგვა, დიდი სიფრთხილით არჩევენ პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებს, რომლებიც მათ ახალი სისტემის დანერგვაში დაეხმარებიან. ხშირ შემთხვევაში შერჩევის პროცესი რამოდენიმე თვე გრძელდება, რადგან პროექტის წარმატებით განხორციელება და ახალ სისტემაზე გადასვლა მეტწილად პარტნიორი კომპანიის კომპეტენციაზე არის დამოკიდებული. ცხადია, Odoo-ს სისტემის დანერგვის დროს ნებისმიერი კომპანია არჩევანს შეაჩერებს ისეთ პარტნიორზე, რომელსაც დადასტურებული კვალიფიკაცია აქვს ოფიციალური სერტიფიცირების სახით.

Odoo-ს სერტიფიცირებულ პარტნიორად გახდომა Proxima Solutions-ისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, რაც უფრო მეტად ამყარებს მის პოზიციას, როგორც ERP სისტემების დანერგვის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის. სერტიფიცირება ჩვენს კლიენტებს აძლევს კიდევ ერთ გარანტიას, რომ ისინი მიიღებენ მაღალი ხარისხის, მათ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებულ ფუნქციონალს და პროფესიონალურ ტექნიკურ მხარდაჭერას სისტემის დანერგვის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

ERP საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის პროცესი

ERP სისტემის დანერგვის დროს ერთ-ერთი გამოწვევა, კომპეტენტურ საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობა არის.

მეტის ნახვა