ჩვენს შესახებ
მოკლე ისტორია
,,პროქსიმა სოლუშენს” არის მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ბიზნეს საოპერაციო პროგრამების და ERP სისტემების დეველოპერული კომპანია, რომელიც ეხმარება კომპანიებს უახლესი გადაყვეტების დანერგვა-ინტეგრაციაში.
ჩვენი, 10 წლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტების გუნდის მხარდაჭერით, საშუალო და მსხვილი ზომის კომპანიებს ვეხმარებით, ერთის მხრივ ბიზნესის მართვის სისტემების სტანდარტული ფუნქციონალის ინტეგრაციაში და ასევე უნიკალური ბიზნეს პროცესების მართვის ავტომატიზაციაში.
კომპანია 2014 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული ERP და ბიზნეს პროცესების მართვის მოწინავე სისტემების დანერგვის ნაწილში. Microsoft Corporation-თან მყარი და მრავალწლიანი პროგრესული თანამშრომლობის შედეგად, 2020 წლისთვის კომპანიამ Microsoft Gold პარტნიორის სტატუსი მიიღო, რაც ხაზს უსვამს მის ერთგულებას სრულყოფილებისა და პროფესიონალიზმისადმი.
გუნდი და სერვისები
Proxima Solutions უზრუნველყოფს ERP სისტემის დანერგვას, შემდგომ განვითარებას, პერსონალიზაციას და ყველაზე აპრობირებული ბიზნეს გადაწყვეტების შეთავაზებას საშუალო და დიდი ზომის კომპანიისთვის.
ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდი, რომელიც ამჟამად მოიცავს 20-მდე გამოცდილ, სერტიფიცირებულ დეველოპერსა და ფუნქციონალურ კონსულტანტს, ემსახურება 30-მდე ადგილობრივ თუ საერთაშორისო კორპორაციას.
მომსახურების ინდუსტრიები
,,პროქსიმა სოლუშენს” საშუალო და მსხვილი ზომის, 7 განსხვავებულ ინდუსტრიაში ოპერირებად ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციას უწევს მომსახურებას:
- კომუნალური სერვისები და განახლებადი ენერგია
- წარმოების ინდუსტრია
- ფინანსური სერვისები
- გაყიდვები და დისტრიბუცია
- მშენებლობა
- ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა
- სახელმწიფო და არა კომერციული ორგანიზაციები
განხორციელებული პროექტები
GWP
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” არის ლიდერი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე.
IDS ბორჯომი ევროპა
,,IDS ბორჯომი ევროპა” უზრუნველყოფს ბორჯომის მინერალური წყლის დისტრიბუციას ევროპაში.
გალთ & თაგარტი
,,გალთ & თაგარტი” საინვესტიციო საბანკო სერვისებს უზრუნველყოფს საქართველოს ბაზარზე.
GBG
,,გლობალ ბიერ ჯორჯია” ლუდის მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანიაა საქართველოს ბაზარზე.
NCDC
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC).
თელმიკო
კომპანია “თელმიკო” თბილისის მოსახლეობას უზრუნველყოფს ელექტროენერგიით.