მობილური ERP-ის უპირატესობები

შექმენით, გააზიარეთ და გქონდეთ წვდომა ბიზნეს მონაცემებზე რეალურ დროში მობილურის საშუალებით.

მობილური მოწყობილობები კომუნიკაციის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. პანდემიის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა ადამიანების რიცხვი, რომლებიც ოფისის გარეთ, დისტანციურად მუშაობენ და ამან კიდევ უფრო გაზარდა მცირე ზომის მოწყობილობების, განსაკუთრებით კი ,,სმარტ ტელეფონების’’ გამოყენების სიხშირე.

დიდი მოცულობის მონაცემები გენერირდება სხ.სხ ბიზნეს პროცესების მართვის აპლიკაციაში, რომელიც საბოლოოდ კომპანიის მართვის ცენტრალურ სისტემებში (ERP Systems) იყრის თავს და რაც მთავარია ამ ინფორმაციაზე წვდომა მოსახერხებელი უნდა იყოს პასუხისმგებელი მენეჯერებისთვის დროის მოცემულ მომენტში. ასეთ დროს კი ყველაზე პრაქტიკული არის ERP სისტემის მობილური ვერსია.

მობილური ERP ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბიზნესის მართვის პროგრამული უზრუნველყოფაა ციფრულ ბაზარზე. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, კომპანიის ,,სტეიქჰოლდერებს’’ ნებისმიერი ადგილიდან აწვდის კრიტიკულ ბიზნეს ინფორმაციაის. ამარტივებს დეპარტამენტების სამუშაო პროცესს და მათ შორის ინფორმაციის მიმოცვლას. მობილურ ERP-ს ასევე აქვს ძლიერი დაცვის ალგორითმი, რომელიც იცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას დაკარგვისგან, მოპარვისგან ან დაზიანებისგან.

 

რატომ მობილური ERP?

ERP სისტემის მობილური ვერსია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მიიღოს წვდომა სასურველ ინფორმაციაზე ნებიმისერ გარემოში, სპეციალიზირებული მობილური აპლიკაციის ან სტანდარტული მობილური ბრაუზერის სახით.

კომპანიებს, რომლებიც არ ავითარებენ კომპანიის მართვის და მონაცემების გაცვლის მობილურ სისტემებს, მარტივი დავალებების შესასრულებლად დიდი დრო ეხარჯებათ და სხ.სხ დეპარტამენტს შორის კომუნიკაცია დროში შეფერხებულად მიმდინარეობს.

მობილური ERP-ის უპირატესობები

განვიხილოთ შემდეგი მაგალითი: დავუშვათ, მომხმარებელთა მომსახურების ჯგუფი აგროვებს მომხმარებელთა შეფასებებს, რომელიც აღწერს კომპანიის პროდუქციის უპირატესობებს და ნაკლოვანებებს. მაგრამ პროდუქციის განვითარების გუნდი არასოდეს იღებს ამ უკუკავშირს. ამ სცენარში, ეს უკანასკნელი ვერ ახერხებს სიახლეების შეტანას არსებული პროდუქციის ხაზში, რაც პირდაპირპროპორციულად იწვევს გაყიდვების შემცირებას.

ამის საპირისპიროდ, მობილური ERP ხელს უწყობს მნიშვნელოვანი მონაცემების თავისუფალ მიმოცვლას დეპარტამენტებს შორის. შედეგად A დეპარტამენტს არ სჭირდება ოფისში ყოფნა, B დეპარტამენტის მნიშვნელოვან ფაილებსა და დოკუმენტებზე წვდომისთვის. ამრიგად, მუშაობის სისწრაფე საკმაოდ იზრდება და განყოფილებები თანამშრომლობენ ცენტრალიზებული სისტემის მეშვეობით, ნებისმიერ გარემოში.

 

ბარიერების არ არსებობა

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, კომპანიაში წარმოქმნილი სხ.სხ შინაარსის ტრანზაქციები ოპერატორების მიერ ხელით იქმნებოდა. სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის ოპერაციებს რამდენიმე უარყოფითი მხარე ჰქონდა, როგორიცაა:

  • ადამიანის მიერ გამოწვეული მექანიკური შეცდომები
  • ოპერაციის შესრულება საჭიროებდა დიდ დროს

მობილური ERP-ის გამოყენების შემთხვევაში შეგიძლიათ ეს პრობლემები დაივიწყოთ და ნებისმიერი ოპერაცია უმოკლეს დროში განხორციელოთ, დაბრკოლებების გარეშე.

მობილური ERP ქმნის ინტეგრირებულ მონაცემთა ბაზებს, რომელზეც წვდომა შესაძლებელია იდენტური login ID-ების მეშვეობით (ან შესვლის იდენტური ID-ით), რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ერთი პლატფორმის დახმარებით შექმნან ანგარიშები განსხვავებული ადგილმდებარეობისთვის.

  1. მრავალი ლოკაცია: კომპანიას შესაძლოა ოფისები განლაგებული ჰქონდეს სხვადასხვა ლოკაციებზე ქვეყნის მასშტაბით. M ლოკაციაზე განთავსებულ ოფისს შეუძლია შეისყიდოს ან გაყიდოს პროდუქცია N ლოკაციაზე მდებარე საწყობიდან. მობილური ERP საშუალებას იძლევა თითოეული ლოკაციისთვის დამოუკიდებლად შეიქმნას ანგარიშები.
  2. მრავალენოვანი: ჩვენ მულტიკულტურულ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები ერთად მუშაობენ. მაგალითად, ჩინელი მენეჯერი შესაძლოა მუშაობდეს ლონდონში. მობილური ERP-ის მრავალენოვანი ფუნქციონალი საშუალებას აძლევს ჩინელ მენეჯერს ნახოს, შეიყვანოს და დაარედაქტრიოს მონაცემები ჩინურ ენაზე. მეორეს მხრივ, ინგლისურენოვან თანამშრომელს შეუძლია იგივე მონაცემები ინგლისურად ნახოს.
  3. მრავალი ვალუტა: ვალუტის კურსები ყოველდღიურად იცვლება. ამ ცვლილებებს, თუნდაც მცირე იყოს, დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია კომპანიის საბალანსო უწყისზე. თუმცა მობილურ ERP-ის მრავალი ვალუტის მხარდაჭერა აქვს, რაც მათი კონვერტაციის შესაძლებლობას იძლევა.

მობილური ERP-ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას ასევე წარმოადგენს მომხმარებლების უსაფრთხოების სხვადასხვა დონე. მაგალითად, შესყიდვების მენეჯერს შეუძლია წვდომა ჰქონდეს მხოლოდ ERP სისტემის შესყიდვის მოდულზე. ანალოგიურად, წარმოების მენეჯერს შესაძლოა ჰქონდეს წვდომა მხოლოდ წარმოებასთან დაკავშირებულ მონაცემებზე.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მობილური ERP გახდა თანამედროვე ბიზნეს გარემოში, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ტექნოლოგია. ნებისმიერ კომპანიასა თუ მენეჯერს, დროის და კომპანიის პროცესების ეფექტურად მართვისთვის ის აუცილებლად სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ERP საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის პროცესი

ERP სისტემის დანერგვის დროს ერთ-ერთი გამოწვევა, კომპეტენტურ საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობა არის.

მეტის ნახვა